პატარა ბინა: სად იგებთ სივრცეს

როცა ავეჯის ქვეშ იატაკი ჩანს, ოთახი ვიზუალურად გრძელდება. ამიტომ პატარა სივრცეში ფეხებზე მდგარი დივანი ან კომოდი უკეთესია, ვიდრე იატაკზე მიდგმული.
დაიჭირეთ ერთი ჰორიზონტალური ხაზი. თუ თაროს, დივნის ზურგისა და კომოდის ზედა კიდე დაახლოებით ერთ სიმაღლეზეა, თვალი ოთახს ერთიანად კითხულობს.
მინიატურული ავეჯის ნაკრები ხშირად უფრო ხშრავს სივრცეს, ვიდრე ორი სრულფასოვანი საგანი. ჯობია ნაკლები, მაგრამ სწორი ზომის.

